The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ხელაძე

დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:21 აგვისტო, 1957  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:ტოპოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

მუშაობდა ასოთამწყობად სტამბაში. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა და საგამომცემლო საქმიანობა პარიზში განაგრძო. გამოსცა იაკობ გოგებაშვილის "დედა-ენა" (1931), კონსტანტინე კანდელაკის წიგნი "ეკონომიური კრიზისი" და ლეისპირელის (პავლე სარჯველაძე) ლექსები (1932), შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანის" ბალმონტისეული რუსული თარგმანი (1933); 1933 წელს სოციალ-დემოკრატ დავით საღირაშვილთან ერთად დააარსა "დ. ხელაძისა და ამხანაგობის" ფრანგულ-კავკასიური სტამბა, რომელშიც იბეჭდებოდა ეროვნულ-დემოკრატთა ჟურნალი "სამშობლო", გრიგოლ ფერაძის "ჯვარი ვაზისა"; 1930-იან წლებში ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა ასევე ალექსანდრე ასათიანის წიგნი "ქართული პოლიტიკის ძველი და ახალი გზები", სტეფანე კასრაძის რომანი "თარი-არალე", დავით ვაჩნაძის "კავკასიის პრობლემა" (რუსულ ენაზე) და ნოე ჟორდანიას "სოციალიზმის სირთულეები" (ფრანგულ ენაზე), გიორგი გვაზავას მიერ თარგმნილი რასინის "მითრიდატე" და ესქილეს "მიჯაჭვული პრომეთე“, ვლასა მგელაძის "ოცდაექვსი მაისი", სხვა გამოცემები. ქართველი მესტამბე, გამომცემელი, პარიზის ქართული სტამბის დამაარსებელი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი

გააზიარე: