The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ ძნელაძე

Date of birth:20 May, 1937
Date of death:14 January, 2022  (at 84 years)
Category:Dancer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1956 წელს.

1954–1958წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1959–1962წწ. უკრაინის ქ. ლვოვის ი. ფრანკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; 1963 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ქართული ცეკვის ანსამბლის სოლისტი; 1964 წლიდან საესტრადო ანსამბლების "რერო", "დიელო", "ორერა", საცეკვაო ანსამბლის სოლისტი; 1965 წელს მოღვაწეობდა ვიეტნამში; 1968 წელს ჩამოაყალიბა ვოკალურ–ინსტრუმენტული ანსამბლი "ინგური" (ძმასთან, კონსტანტინესთან ერთად); 1971 წელს ლენინგრადის კულტურის ინსტიტუტში დადგა ქორეოგრაფიული სიუიტა, საცეკვაო ნომრები სტუდენტებისათვის; 1972 წელს ლენინგრადის მარიას ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგა ზ. ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი"–ს ცეკვები; 1976–1979წწ. იყო ქ. დაკარში (სენეგალი) მის მიერ დაარსებული კლასიკური ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელი და პედაგოგი; 1980–1992წწ. თბილისის საესტრადო ხელოვნების სასწავლებლის კლასიკური და თანამედროვე ცეკვის პედაგოგი; 1992 წლიდან თბილისის ა. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიის ბალეტმაისტერი; გასტროლები: ავსტრია (სბალეტო დასთან ერთად), ინდონეზია (ხახლური ცეკვის ანსამბლთან ერთად), კუბა, კენია, რუანდა, უგანდა, ტანზანია, მადაგასკარი, ინდოეთი, პოლონეთი, გერმანია, მექსიკა, პერუ, ვენესუელა, ჩილე (ქართული ცეკვები); ბალეტის მოცეკვავე. მირებული აქვს მოსკოვის საკავშირო კონკურსიის I ხარისხის დიპლომი (1956) მფლობელი, მოსკოვის VI საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატის წოდება (1957), ვიეტნამის გმირის ორდენი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 554; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.240

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში, საზღვარგარეთ მის პოპულარულიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1958 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"

Share: