Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანტონ ჩიხლაძე
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1934–1937წწ. სწავლობდა ა. ალექსიძის (სონღულაშვილი) ქორეოგრაფიულ სტუდიაში. 1933–1937წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1935 წლიდან ქართველ მოცეკვავეთა ჯგუფთან ერთად(ხელმძღვანელი დ. ჯავრიშვილი, მოცეკვავეები: ი. სუხიშვილი, ნ. რამიშვილი, ს. ნონიაშვილი, მ. ჩოჩიშვილი) მონაწილეობდა ლონდონში I მსოფლიო ფესტივალში; 1937 წელს მოსკოვში ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადის მონაწილე; ამავე წელს რუსმა ბალეტმაისტერმა ი. მოისეევმა მიიწვია სსრკ ხალხთა ცეკვების სახელმწიფო ანსამბლში მოცეკვავე–სოლისტად და ქართული ცეკვების დამდგმელად; 1942–1952წწ. იყო თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში ქორეოგრაფ–პედაგოგი, პარალელურად, 1940 წლიდან თანამშრომლობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან; დადგა რამდენიმე ცეკვა ა. ბალანჩივაძის ბალეტისთვის "მთების გული"; 1940, 1945 და 1946წწ. მიწვეული იყო მოსკოვში ჩატარებულ აღლუმებში ქართული ცეკვების დასადგმელად; 1952–1974წწ. თბილისის ს. ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის პედაგოგი; აღზარდა მრავალი მოცეკვავე საქართველოს რეგიონებში(საგარეჯო, თიანეთი, ლაგოდეხი, ხაშური), მოამზადა მრავალი ქორეოგრაფიული კოლექტივი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 536; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.185 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |