The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო ფარაჯანოვი

სერგო ფარაჯანოვი
Date of birth:9 January, 1924
Date of death:20 July, 1990  (at 66 years)
Burial location:ქ. ერევანის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, სომხეთი
Category:Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1942 წელს ჩააბარა  თბილისის სარკინიგზო-სატრანსპორტო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, 1943 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის კონსერვატორიაში ვოკალის ფაკულტეტზე, პარალელურად სწავლობდა ოპერასთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1952 წელს.

1952-1973წწ. იყო კიევის ა. დოვჟენკოს სახ. კინოსტუდიის დამდგმელი რეჟისორი; 1982-1990წწ. მოღვაწეობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; გადაღებული აქვს ფილმები: "მოლდავური ზღაპრები" (1951), "პირველი ჭაბუკი" (1953), "ანდრიუშა" (1954), "დუმკა" (1957), "ოქროს ხელები" (1957), "უკრაინული რაფსოდია" (1958), "ყვავილი ქვაზე" (1959), "დავიწყებულ წინაპართა აჩრდილები" (1964, პრიზები, პრემიები და დიპლომები მარ-დელ-პლატაში, რომში, კიევსა და სალონიკიში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე, აგრეთვე ბრიტანეთის აკადემიის პრემია), "ბროწეულის ყვავილობა" (1968), "ამბავი სურამის ციხისა" (1984, დოდო აბაშიძესთან ერთად); პრიზები სიტხესში (ესპანეთი), როტერდამის (ნიდერლანდი), სან-პაულუს (ბრაზილის) საერთაშორისო კონფერენციაზე), "არაბესკები ფიროსმანის თემაზე" (1985; დიპლომი დასავლეთ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1988), "აშუღი ქერიბი" (1988, დოდო აბაშიძესთან ერთად; ფილმი და თვითონ დაჯილდოვდა პრიზებით "ნიკე" (რუსეთი), ხოლო სტამბოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზით, 1989) და სხვა; 1990 წელს მსოფლიო კინემატოგრაფიაში დიდი დამსახურებისათვის პორტუგალიის ქ. პორტოში სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა; იყო რეპრესირებული; კინორეჟისორი.

წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.286-286; თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.865


Share: