The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯოკია მეშველიანი

ჯოკია მეშველიანი
Date of birth:1928
Date of death:13 February, 1994  (at 66 years)
Category:Singer, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლექსურა, ლენტეხის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1953 წელს.

შრომით საქმიანობას მოსწავლეობის პერიოდში შუდგა, იყო ლენტეხის კავშირგაბმულობის რაიონული კანტორის დამტარებლი (1941-1943); 1943-1947წწ. ელქტროსადგურის მოსწავლე, შემდგომ მემანქანე; ინსტიტუტის დამთავრების შემდგომ, მუშაობა დაიწყო ლენტეხის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროს აგრონომად; ბავშვობიდანვე დღესასწაულებსა და საღამო-კონცერტებზე ლექსებს კითხულობდა და სიმღერებს ასრულებდა; თვრამეტი წლისა იყო, როცა მოსწავლეთა რესპუბლიკურ ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა და ჭუნირზე დაკვრის შესანიშნავი ოსტატობა გამოამჟღავნა, ორი წლის შემდეგაც დაუკრა ჭუნირზე მოსწავლეთა რესპუბლიკურ ოლიმპიადაში; სტუდენტობის დროს ლენტეხის კულტურის სახლთან არსებულ მომღერალთა გუნდთან ერთად მეექვსე რესპუბლიკურ ოლიმპიადაში მიიღო მანაწილეობა; აქტიური წევრი იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის გუნდისა, რომელსაც ნოკო ხურცია ხელმძღვანელობდა; ქვემო სვანეთის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა (ხელმძღვანელები: მ. ონიანი და ჯ. მეშველიანი, ქორეოგრაფი: ა. გოგიძე) კარგად შეასრულა სვანური სიმღერები მეშვიდე რესპუბლიკურ ოლიმიადაზე; 1954 წელს მას დაავალეს ლენტეხის რაიონის გუნდის ხელმძღვანელობა, რომელსაც ჯერ სახელი არ გააჩნდა მაგრამ უკვე 20 წლის ისტორიას ითვლიდა; სწორედ ამ წლიდან იწყება ანსამბლ "ლილეს" აღმავლობა და დაწინაურება; ჯოკია მეშველიანი მუდამ ცდილობდა რომ ამხელა გუნდს აუთენტურობა არ დაეკარგა, რასაც ნამდვილად წარმატებით გაართვა თავი; სწორედ ამიტომაც ანსამბლი "ლილე" დაარსებიდან 44 წლის მანძილზე საკმაოდ პოპულარულ და ერთ-ერთ საუკეთესო ანსამბლად ითვლებოდა მთელს სვანეთში; მას დიდი წვლილი მიუძღვის მრავალი სიმღერის მოძიებასა და აღდგენაშიც; მან მოიძია და დაამუშავა დაახლოებით ოთხმოცდაათი ფაქტიურად დაკარგული სიმღერა და თავისი ინტერპრეტაციით მიიტანა ეს ხალხამდე; აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1979 წელს საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის ტელეფილმების სტუდიამ "ლილეს" შესახებ ფილმ-კონცერტი გადაიღო; ამ ყველაფერთან ერთად ჯოკია განაგრძობდა თავის წინსვლას და უნდოდა სკოლის გახსნა ლენტეხში სადაც უმცროსი თაობა შეძლებდა ფოლკლორის საფუძვლიანად შესწავლას, მაგრამ სამწუხაროდ ამ სკოლის გახსნას თვითონ ვეღარ მოესწრო, თუმცა მისმა შვილებმა ეს სასწავლებელი მაინც გახსნეს (1994), რომელიც დღესაც კი ფუნქციონირებს და ჯოკია მეშველიანის სახელობისაა. ანსამბლ "ლილეს" მხატვრული ხელმძღვანელი, კულტურისა და ხელოვნების დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის დაჯილდოებული იყო მთავრობის მრავალი ჯილდოთი, მათ შორის საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1978). 

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.250; ჯოკია მეშველიანი : ლენტეხის ფოლკლ. ანსამბლ "ლილეს" ხელმძღვანელი / მარინე კვიჟინაძე.-თბ.,2006.-203გვ.

Awards and Honors

  • 1988 - საქართველოს სახალხო არტისტი
    სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლ "ლილეში" ხანგრძლივი ნაყოფიერი მუშაობის, ქართული მუსიკალური ფოლკლორის შესწავლისა და პოპულარიზაციისათვის
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
    ქართული საბჭოთა ხელოვნების განვითარებაში დამსახურებისათვის

Share: