შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კორა წერეთელი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის განყოფილება 1956 წელს. 1968 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ხელოვნებათმცოდნეობის დარგში; 1974-1993წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის შოთა რუსთველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში კინომცოდნეობის ფაკულტეტზე; იყო გაზეთ "ზარია ვოსტოკა"-ს ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგე; გაზეთ "საბჭოთა კულტურის" საკუთარი კორესპონდენტი თბილისში; არის ხელოვნებათმცოდნეობაში გამოცემული არა ერთი წიგნისა და ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული უამრავი პუბლიკაციის ავტორი. სცენარის ავტორია ფილმების: "არაბესკები ფიროსმანის თემაზე"(დოკუმენტური, 1985), "პიცუნდის ფიჭვნარი" (დოკუმენტური, 1987). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |