The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგეი ტერეშჩენკო

Date of birth:28 January, 1947  (78 years)
Category:Dancer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1965 წელს.

1965-1988წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1972-1975წწ. მუშაობდა პანამაში "Panama-Siti baley"-ს პედაგოგ-რეპეტიტორად, თურქეთში(ანკარა, ანტალია) ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგად; ქართული რეპერტუარი: სარდალი(დ. თორაძე "გორდა"), ჰამლეტი, სოლო(რ. გაბიჩვაძე "ჰამლეტი", "მედეა"), არლეკინი(გ. სოგე "მოხეტიალე კომედიანტები"); სხვა რეპერტუარი: ალბერი, მონა(ადანი "ჟიზელი", "კორსარი"), სოლორი, ბაზილი(მინკუსი "ბაიადერა", "დონ კიხოტი"), ზიგფრიდი, დეზირე(ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მძინარე მზეთუნახავი"), რომეო, მერკუციო, ტანცმაისტერი(პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა", "კონკია"), პორგი(გერშვინი-ოძელი "პორგი და ბესი"), სოლო(მოცარტი "სამშვენისები", "სერენადა"); საბალეტო დადგმები: "ფრანჩესკა და რიმინი", "ჯადოსნური სიყვარული"(პანამა), "ყვავილების ვალსი", "გაზაფხულის მერცხლები"(კანადა), "მაკნატუნა", "კორსარი", "სიყვარულის კვანძი", "ბახჩისარაის შადრევანი"(თურქეთი); ცეკვების დადგმები საოპერო სპექტაკლებში: ვერდი "ტრავიატა", "აიდა", გლუკი "ორფევსი", ბიზე "კარმენი"; გასტროლები: საფრანგეთი, უნგრეთი, მონღოლეთი, ბულგარეთი(საბალეტო დასთან ერთად), პანამა, ფინეთი, აშშ, თურქეთი; საქართველოში მოღვაწე რუსი ბალეტის მოცეკვავე, დამდგმელი-ბალეტმაისტერი.

 წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 448

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: