The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კოტე მიქაბერიძე

კოტე მიქაბერიძე
Legal name:კონსტანტინე მიქაბერიძე
Date of birth:31 July, 1896
Date of death:9 January, 1973  (at 76 years)
Burial location:თბილისი
Category:Actor/Actress, Educator, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტემრიუკი, რუსეთი. 

დაამთავრა აკაკი ფაღავას დრამატული სტუდია.

1919 წელს პირველად გამოვიდა ქუთაისში "ახალგაზრდა მსახიობთა დასში"; 1920-იან წლებში მოღვაწეობდა კინოში; პირველ ქართულ საბჭოთა მხატვრულ ფილმში "არსენა ჯორჯიაშვილი" შექმნა მუშა-რევოლუციონერის სახე. ამ როლს მოჰყვა მთელი რიგი საინტერესო სახეები ფილმებში: "ვინ არის დამნაშავე", "დინა-ძაძუ", "ხანუმა" და სხვა. მის მიერ შესრულებული როლები ხასიათდება დიდი ფსიქოლოგიური სიღრმით. 1929 წლიდან დაიწყო სარეჟისორო მოღვაწეობა. გადაიღო ფილმი "ბებიაჩემი", რომელიც გამოსვლისთანავე აკრძალეს და 38 წელი "თაროზე იდო". შ. რუსთაველის "ვეფხისტყაოსანის" მიხედვით შექმნა ექსპერიმენტული ფილმი - "ქაჯეთი". ავტორია მხატვრული ფილმისა "დაგვიანებული სასიძო". 1941 წელს სამამულო ომის თემაზე ი. პერესტიანის სცენარის მიხედვით გადაიღო მხატვრული ფილმი "ფორპოსტი". ავტორია რამდენიმე მულტიპლიკაციური ფილმისა. ეწეოდა პედაგოგიურ მღვაწეობას, მუშაობდა ფილმების გახმოვანებაზე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.23

Awards and Honors

  • 1945 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: