The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



საშა ოჰანეზაშვილი

საშა ოჰანეზაშვილი
Legal name:ალექსანდრე ოგანოვი
Date of birth:1889
Date of death:31 May, 1932  (at 43 years)
Category:Conductor, Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1905 წელს ქ. განჯაში გაიცნო მომღერალი ჯაბარ კარიაღდი ოღლი, რომელსაც ძალიან მოეწონა და წაიყვანა ქ. ბაქოში, სადაც ჩამოაყალიბა საზანდრის დარფაში-სამეული: მეთარე - ყურბანი, მეჭიანურე - საშა ოჰანეზაშვილი და თვითონ ჯაბარი; ოჰანეზაშვილმა ბაქოში დააარსა აღმოსავლური მუსიკის კურსები(მუღამათი); მოღვაწეობდა ბაქოს კონსერვატორიაში, სადაც ჩამოაყალიბა ხალხური საკრავების ორკესტრი, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა; 1915 წლიდან უკრავდა არამ მერანგულიანის მიერ ჩამოყალიბებულ ხალხური ინსტრუმენტულ ანსამბლში; 1922 წელს ს. ოჰანეზაშვილი გადმოვიდა თბილისში, სადაც ასწავლიდა შრომის სკოლებსა და ნარიმანოვის სახელობის აზერბაიჯანულ მუსიკალურ სტუდიაში; ამავდროულად იკვლევდა აღმოსავლურ მუსიკალურ საკრავებს; მოღვაწეობდა აზერბაიჯანულ თეატრში, დირიჟორობდა ხალხური საკრავების ორკესტრს; 1926 წელს მიიწვიეს ერევნის კონსერვატორიაში აღმოსავლური მუსიკის მასწავლებლად, აქ მან 150-მდე სომხური და თურქული სიმღერა ჩაიწერა; 1927 წელს მიავლინეს ქ. ფრანკფურტში(გერმანია) მსოფლიო მუსიკის გამოფენაზე, სადაც პროფესორ ე. ბრაუდოსთან ერთად მუშაობდა ფონოარქივში, კითხულობდა ლექციებს აღმოსავლური მუსიკის საკითხებზე, მონაწილეობა მიიღო შემსრულებელთა კონკურსში, რომელშიც საერთაშორისო მუსიკალური ასოციაციის ლაურეატის წოდება მიენიჭა; მან სამსიმიან ჭიანურს მეოთხე სიმი დაუმატა, რითაც ბევრად გააუმჯობესა მისი ხმოვანება; თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში(ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე); ქამანჩის დაკვრის ოსტატი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 385


Share: