Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელიზბარ ერისთავი![]()
Biographyელიზბარ ერისთავი იყო ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი, იასე ყულარაღასის პირდაპირი შთამომავალი. 1823-1830 წლებში სწავლობდა პეტერბურგში; ეუფლებოდა საარტილერიო საქმეს. 1832 წელს აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის მმართველობის წინააღმდეგ ქართველ თავად-აზნაურთა შეთქმულებაში, რისთვისაც 1834 წლის თებერვალში გაასამართლეს და ავლაბრის ყაზარმაში დაატუსაღეს, შემდეგ კი ჰელსინკში სამხედრო სამსახურში გაამწესეს. 1842 წელს საქართველოში დაბრუნდა და თავის ძმასთან, დიმიტრისთან ერთად სოფელ ღვარებში დაიწყო მინის ქარხნის მშენებლობა. 1844 წელს ქარხანამ მიიღო თბილისის სათადარიგო აფთიაქის მინის ჭურჭლით მომარაგების პრივილეგია. 1853-1856 წლებში მონაწილეობდა ყირიმის ომში. 1869 წლიდან, სამხედრო კარიერის ბოლოს იყო გორის მაზრის უფროსი (მაზრაში გაავრცელა ევროპული ჯიშის ხეხილი). თადარიგში გასვლისას მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.59
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |