The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გაიოზ კანდელაკი

გაიოზ კანდელაკი
Date of birth:27 June, 1945  (79 years)
Category:Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1967 წელს(ავტოინჟინერი), მოსკოვის ხელოვნების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი 1976 წელს.

1968-1971წწ. დააარსა საქართველოს ახალგაზრდული შემოქმედების კლუბი, იყო მისი პრეზიდენტი; 1974-1977წწ. თეატრ "მეტეხი"-ს დირექტორი; 1978-1980წწ. საკავშირო და საერთაშორისო ჯაზ-როკ ფესტივალის დამაარსებელი და ორგანიზატორი; 1989 წელს სსრკ-ში პირველი ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორი (თბილისში, "Госконцерт"-თან ერთად); 1977-1982წწ. საქართველოს ფილარმონიის დირექტორი; 1977-1982წწ. ჯაზ-ფესტივალის ჟიურის წევრი (თბილისი, ვარშავა, ზამოშნი, პოლონეთი); 1982-1987წწ. თბილისის გრამფირფიტების ჩამწერი სტუდია "მელოდია"-ს დირექტორი; 1987-2006წწ. თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის გენერალური დირექტორი, პარალელურად მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი კონსულტანტი, ამავე წლიდან მ. თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "საჩუქარი" იდეის ავტორი, დამაარსებელი, პროდიუსერი; თბილისის ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორი, "ისტერნ-პრომოუშენის" მრჩეველი; 1997 წლიდან თბილისის მუნიციპალური სახელმწიფო ორკესტრის "ბიგ-ბენდი"-ს დამაარსებელი და მთავარი კონსულტანტი; 2006 წლიდან რადიო 104.3 "სინდიკატი"-ს მუსიკალური რეპერტუარის ავტორი. ვარშავის საერთაშორისო ფესტივალის "ჯაზ-ჯამბორეს" ვერცხლის მედალის მფლობელი (1980). მუსიკალურ ღონისძიებათა დამაარსებელი და ორგანიზატორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 237; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.309

Awards and Honors

  • 2018 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: