The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე კავალერიძე

ივანე კავალერიძე
Date of birth:14 April, 1887
Date of death:3 December, 1978  (at 91 years)
Burial location:ბაიკოვოს მემორიალური სასაფლაო, კიევი
Category:Playwright, Sculptor, Filmmaker, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნოვოპეტროვკა, უკრაინა.

დაამთავრა კიევის სამხატვრო სასწავლებელი 1909 წელს (ქანდაკების განხრით).

1909-1910წწ. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ სწავლა განაგრძო პარიზში; 1912 წელს იყო პ. ტიმანისა და ფ. რეინგარდტის კინოფირმის "რუსული ოქროს სერიის" მხატვარ-დეკორატორი; 1918-1921წწ. სახალხო განათლების უკრაინული დრამის თეატრის რეჟისორი; 1924 წლიდან ხარკოვის ქანდაკების სახელოსნოს სამხატვრო ხელმძღვანელი; 1928-1933წწ. ოდესის კინოფაბრიკის რეჟისორი, 1934-1941წწ. კიევის კინოსტუდიის "УкраинФильм", 1957-1962წწ. ალ. დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიის რეჟისორი; 1944 წლიდან კიევის არქიტექტორთა აკადემიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; საკუთარი ფილმების სცენარისტი და მხატვარი; მონაწილეობდა ქანდაკებების: "რევოლუციის მსხვერპლთ", ტ. შევჩენკოს (ქ. რომნი, უკრაინა), გ. სკოვოროდას, თავადის ქალი ოლგას (კიევი) ქანდაკებების შექმნაში; "იუნესკომ" მას "უკრაინელი მიქელანჯელო" უწოდა; 1920-იან წლებში დაიწყო ექსპერიმენტები კინემატოგრაფიაში; მისი კინოფილმები შევიდა კინოისტორიაში, როგორც ავანგარდული ექსპერიმენტები, რომელიც კინოენისათვის სპეციფიკური პლასტიკური საფუძვლების მორგების მცდელობას წარმოადგენდნენ; კინოსთვის ირჩევდა ეპიკურ, მონუმენტურ სიუჟეტებს, ასეთებია: "ღვართქაფი" (1929), "თხრილი" (1930), "შტურმის ღამეები" (1931), "კოლიივშჩინა" (1933), "პრომეთე" (1935); 1930-იან წლებში დისიდენტად შერაცხეს, ბევრი მისი ფილმი აიკრძალა, ხოლო ზოგიერთი ქანდაკება განადგურდა; მისი თანამშრომლები და სტუდენტები რეპრესირებულნი იყვნენ, თვითონ საერთაშორისო აღიარების წყალობით რეპრესიებს გადაურჩა; მას ეკუთვნის უკრაინის კინემატოგრაფში პირველი კინოფილმ-ოპერები; ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა მსახიობების გამოსახულებაზე პროფესიული საოპერო მომღერლების ხმის დადების ხერხი, ამ ხერხით შემდეგ მთელ მსოფლიოში მრავალი ფილმი-ოპერა შეიქმნა; უკრაინაში მოღვაწე ქართველი ხელოვანი. 

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 230



Share: