The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფო ნიჟარაძე

სოფო ნიჟარაძე
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1985  (39 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალური აკადემია და რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია და რუსეთის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი.

იყო მოსკოვის ოპერეტის თეატრის სოლისტი. შეასრულა მთავარი პარტიები მიუზიკლებში: "რომეო და ჯულიეტა", "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი", "ჩხიკვთა ქორწილი", "ჰელოუ, დოლი", "ვესტსაიდური ამბავი". არის მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი. მათ შორის ფესტივალებისა: საერთაშორისო ფესტივალი "ბროლის ნაძვის" ლაურეატი ნომინაციაში "საუკეთესო ვოკალი" (1995); ქართული ფესტივალ "ლიგას" სპეციალური პრიზი სიმღერისთვის "О тебе" (1996); ფესტივალი "ბრავო-ბრავისიმო" მინი ლა სკალა ლაურეატი (1996); საერთაშორისო ფესტივალი "ბროლის ნაძვის" (მოსკოვის 850 წლისთავი) მონაწილე (1997); ედუარდ შევარდნაძის სტიპენდიანტი (1998-2001); პირველი ხარისხის დიპლომი საუკეთესო ვოკალისთვის საიუბილეო ღონისძიება "პუშკინის დღეების" ფარგლებში (1999), თბილისის მერიის დიპლომი "საუკეთესო ვოკალური მონაცემებისთვის" (199), ახალგაზრდა შემსრულებალთა საერთაშორისო კონკურსის "ახალი ტალღის" ფინალისტი და მე-5 ადგილის მფლობელი (იურმალა, ლატვია, 2005), 2010 წელს იყო საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიაზე, სადაც მე-9 ადგილი დაიკავა. გადაღებულია მხატვრულ ფილმში "სიყვარული აქცენტით" (რეჟ. რეზო გიგინეიშვილია), კინო-მიუზიკლში "ლურჯი ფრინველი" (რეჟ. დ. დოიაშვილი, 2014). 2010 წლიდან არის სხვადასხვა მუსიკალური ტელეპროექტის ჟიურის წევრი. ესტრადის მომღერალი.  

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2009 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2010გვ.216; intermedia.ge


გააზიარე: