The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ მელითაური

Date of birth:20 August, 1906
Date of death:1987  (at 80 years)
Category:Scientist, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი აგრონომ-ზოოტექნიკოსის კვალიფიკაციით 1929 წელს.

1929 წელს მუშობა დაიწყო საქართველოს მიწსახკომის ცენტრალურ ზოოტექნიკურ სადგურში მეცხვარეობის ლაბორატორიაში ლაბორანტად; 1930 წელს ამავე სადგურის ჰისტოლოგიის ლაბორატორიაში უფროსს ასისტენტად; 1930-1932წწ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოოტექნიკური ფაკულტეტის მსხვილფეხა რქოსანი საქონლის კათედრის ასისტენტად; 1932 წელს ინიშნება ამიერკავკასიის მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჰისტოლოგიის ლაბორატორიის გამგედ და შეთავსებით ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის შინაურ ცხოველთა კვების კათედრის ასისტენტად; 1933-1936წწ. სამტრესტის შირაქის საბჭოთა მეურნეობის უფროსი ზოოტექნიკოსი; 1936-1938წწ. საქართველოს განსახკომის ზოობიოლოგიური სადგურის ჰიბრიდიზაციის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1938 წლიდან საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის მეცხოველეობის კათედრის დოცენტი, მეღორეობის და მეცხვარეობის საგნის ხელმძღვანელი; 1942-1947წწ. თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე; 1950-1954წწ. საქართველოს მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1954-1972წწ. და 1975-1976წწ. საქართველოს ზოოვეტინსტიტუტის ზოოტექნიკური ფაკულტეტის დეკანი; 1972-1984წწ. ხელმძღვანელობს მეცხოველეობის კათედრას და უძღვება მეღორეობის კურსს ზოოტექნიკურ ფაკულტეტზე, 1984-1986წწ. აღნიშნული კათედრის დოცენტი. არის 60-მდე მეცნიერული ნაშრომის და 5 სახელმძღვანელოს ავტორი. ზოოტექნიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თუშური თოხლის ინტენსიური სუქება", დაიცვა 1937 წელს.

წყარო: საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. – თბ., 2004. – გვ.166

Bibliography


Share: