The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გუჯი ამაშუკელი

გუჯი ამაშუკელი
Legal name:ელგუჯა ამაშუკელი
Date of birth:6 July, 1941  (83 years)
Category:Sculptor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე. უმთავრესად მუშაობს გამოყენებითი ხელოვნების დარგში. 1974 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს პარიზში, აქტიურად მონაწილეობს საფრანგეთის კულტურულ ცხოვრებაში და სარგებლობს დიდი პოპულარობით. მისი პერსონალური გამოფენები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში: საფრანგეთი (1975, 1981,1982), გერმანია (1983), აშშ (1986, 1987), ინგლისი (1988). მხატვრის ნამუშევრები ექსპონირებულია საფრანგეთის, აშშ–ს, გერმანიის წამყვან მუზეუმებში. სამი ნამუშევარი–აღდგომის სასანთლე, ემბაზი და თუნგი (მოვერცხლილი სპილენძი) შეიძინა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარმა. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ფორმის უზადო გრძნობა, მასალის ფაქტურის გამოვლენის უნარი. გუჯი ამაშუკელის ნამუშევრები შექმნილია ძველი და თანამედროვე ფორმების შერწყმით. მისი კომპოზიციები სადა და მონუმენტურია. მხატვარმა შეისწავლა ძველი ბერძნული, აღმოსავლური, ბიზანტიური, განსაკუთრებით კი ქართული ხელოვნება, ამიტამაც ქმნის თანამედროვე ხელოვნებისათვის დამახასიათებელ ფორმებს, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ტრადიციულ ხელოვნებასთან. მისი შემოქმედება ქართული ხელოვნების სულისკვეთებითაა აღბეჭდილი. ოქრომჭედელი. მიღებული აქვს საფრანგეთის ჯილდოები: "ოქროს ოსკარი" (1980), "ოქროს პალმა" (1982), ხელოვნების ოსტატთა დიდი პრიზი (1987), არის "ხელოვნებისა და ლიტერატურის" ორდენის კავალერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.119

Member of Organizations

  • ფრანგული სამხატვრო ასოციაცია "ჰეფესტო", დამფუძნებელი

Share: