The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დილარა ალიევა

დილარა ალიევა
Date of birth:14 December, 1929
Date of death:19 April, 1991  (at 61 years)
Category:Scientist, Translator, Explorer, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ბაქოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში აკადემიკოსების კ. კეკელიძისა და ალ. ბარამიძის ხელმძღვანელობით. მუშაობდა ჯერ ნიზამის მუზეუმში, შემდეგ აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ნიზამის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. თარგმნა ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა–ფშაველას, მ. ჯავახიშვილის, კ. გამსახურდიას, გ. ლეონიძის და სხვა ქართველ მწერალთა თხზულებები. აღმოაჩინა და გამოაქვეყნა 1937 წელს რეპრესირებული პოეტის, ჯავადის ხელნაწერი – "ვეფხისტყაოსნის" აზერბაიჯანული თარგმანი. აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ტრაგიკულად დაიღუპა 1991 წელს. აზერბაიჯანელი მკვლევარი, ქართველოლოგი, ირანისტი, საზოგადო მოღვაწე. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აზერბაიჯანულ–ქართული ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიიდან", დაიცვა 1953 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნიზამი და საქართველო", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.109

Bibliography


Share: