The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ალექსი-მესხიშვილი

შალვა ალექსი-მესხიშვილი
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1884
გარდაცვ. თარიღი:18 ივნისი, 1960  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

1902–1904 წლებში სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტში, საიდანაც გარიცხეს სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის. 1909 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

ადვოკატობა დაიწყო თბილისში 1910 წელს. ალექსი-მესხიშვილი საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 1917–1918 წლებში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 1918 წლის26 მაისის აქტს. 1918–1919 წლებში იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში. 1919–1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების(პარლამენტის) წევრი. 1921 წლის შემდეგ საადვოკატო მოღვაწეობას ეწეოდა, იყო საქართველოს დამცველთა(ადვოკატთა) კოლეგიის წევრი. 1920-იანი წლების პირველ ნახევარში ორჯერ იქნა დაპატიმრებული საბჭოთა რეჟიმის მიერ. ადვოკატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ლადო მესხიშვილის ვაჟი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.104; საქართველოს სამეფოს ვებ-გვერდი: georoyal.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული საბჭო , წევრი (1917-1918)
  • საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია, ერთ-ერთი ლიდერი
  • საქართველოს დამცველთა(ადვოკატთა) კოლეგია, წევრი (1921-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრებია(პარლამენტი) , წევრი (1919-1921)

გააზიარე: