The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ადარნასე (პატრიკი)

დაბადების თარიღი:8??
გარდაცვ. თარიღი:9??
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ადარნასე პატრიკი იყო ჰერეთის მეფე დაახლოებით 906–943 წლებში. ტახტზე ავიდა გრიგოლ ჰამამის გარდაცვალების შემდეგ. მისი მეფობის დროს ჰერეთის სამეფოს ენერგიულად შეუტია კახეთის ქორეპისკოპოსმა კვირიკე I–მა. იგი დაუკავშირდა აფხაზთა მეფეს კონსტანტინეს და დაახლოებით 915 წელს მასთან ერთად ილაშქრა ჰერეთში. მოკავშირეებმა ჰერეთი დაიპყრეს და გაინაწილეს. ვეჯინის ზავის თანახმად ადარნასე პატრიკმა მოწინააღმდეგეებს დაუთმო ჰერეთის მნიშვნელოვანი პუნქტები: არიში და გავაზნი–კონსტანტინეს, ხოლო ორჭობი კვირიკეს, მაგრამ მოკლე ხანში ადარნასე პატრიკმა ისარგებლა კახეთის სამთავროს საგარეო პოლიტიკის გართულებით და აღნიშნული პუნქტები ისევ უკან დაიბრუნა. ადარნასე პატრიკი უნდა იგულისხმებოდეს ერედვის წმინდა გიორგის ეკლესიის სამშენებლო წარწერის(დაახლოებით 914 წელი) "ჰერთა მეფეში". არაბი ავტორი  მასუდი(X საუკუნე) ადარნასე პატრიკს იბნ–ჰამამის სახელწოდებით იხსენიებს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.50 


გააზიარე: