The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დოდო აბაშიძე

დოდო აბაშიძე
Legal name:დავით აბაშიძე
Date of birth:1 May, 1924
Date of death:26 January, 1990  (at 65 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1949 წელს.

1949–1956 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც ითამაშა 20–ზე მეტ პიესაში. პეპო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), როლერი (ფ. შილერის "ყაჩაღები"), გიორგი (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივის" მიხედვით), გოდუნი (ბ. ლავრენიევის "რღვევა") და სხვ. 1956 წლიდან იყო კინოსტუდია  "ქართული ფილმის" მსახიობი. კინოში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ბიჭიკო ("ჭრიჭინა", 1954), აბდუშაჰილი ("ბაში–აჩუკი", 1956), უშანგი ("მე ვიტყვი სიმართლეს", 1957), დღვირა ("თეთრი ქარავანი", 1963), ალუდა ("ხევსურული ბალადა", 1965), ომარ მარღანია ("მაცი ხვიტია", 1966), სოსანა ("დიდი მწვანე ველი",1967), ბაჩუა ("ტარიელ გოლუა", 1968), თავადი გენერალი ვამეხ ვახვარი ("არ იდარდო"! 1968), მამამზე ერისთავი ("დიდოსტატის მარჯვენა", 1969), ალექსანდრე ("სინათლე ჩვენს ფანჯრებში",1969), გუჯა ("მეზობლები", 1970), ნიკო ("როცა აყვავდა ნუში", 1972), პოლიციის პრისტავი ("ვერის უბნის მელოდიები", 1973), ნესტორ კალანდარიშვილი ("ციმბირელი პაპა", 1973), იასონი ("პირველი მერცხალი", 1975), ირაკლი რაზმაძე ("საქმე გადაეცემა სასამართლოს", 1975), ექიმი გაბრიელი ("მწვერვალი", 1976), ვარლამი ("რაჭა, ჩემი სიყვარული", 1977), სეთური ("დათა თუთაშხია", 1977), ყვარყვარე ("ყვარყვარე", 1978), სიმონი ("ქორწინება იმერულად", 1979), პაატა პატონიშვილი ("წიგნი ფიცისა", 1983), ოსმან–აღა და მესტვირე ("ამბავი სურამის ციხისა", 1984, ფილმი დაჯილდოებულია პრიზებით საფრანგეთში, ესპანეთში, ბრაზილიაში, პორტუგალიასა და ნიდერლანდებში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე), გიორგი ("ფესვები", 1987) და სხვ. სერგო ფარაჯანოვთან ერთად 1984 წელს გადაიღო ფილმი "ამბავი სურამის ციხისა", 1988 წელს კი "აშიკ-ქერიბი". მიღებული აქვს: ამიერკავკასიის რესპუბლიკების (ერევანი) და უკრაინის მეორე კინოფესტივალის პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის -ფილმი "დიდი მწვანე ველი" (1968), მინსკის მეოთხე საკავშირო კიმოფესტივალის დიპლომი და პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის - ფილმი "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" (1970),  თეირანის მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი "ოქროს ჯიხვი" , მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის - ფილმი "პირველი მერცხალი" (1975), მინსკის სპორტული ფილმების მეექვსე საკავშირო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის - ფილმი "პირველი მერცხალი" (1976), ფრუნზეს მეოთხე საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის - ფილმი "პირველი მერცხალი" (1976). თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.20

Awards and Honors

  • 1992 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (სიკვდილის შემდეგ)
  • 1967 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: