The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით მიტროპოლიტი

დავით მიტროპოლიტი
Legal name:ექვთიმე კაჭახიძე
Date of birth:15 October, 1872
Date of death:19 March, 1935  (at 62 years)
Burial location:წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის სამხრეთ კარიბჭე, ქუთაისი
Category:Religious leader

Biography

დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი; თბილისის სასულიერო სემინარია; ყაზანის სასულიერო აკადემია 1899 წელს.

1899 წელს დაინიშნა "კავკასიაში მართმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების" სკოლების ინსპექტორად; 1900-1902წწ. იყო თელავისა და სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლების ზედამხედველი; 1903 წლიდან მოღვაწეობდა რუსეთში, იყო ვიტებსკისა და დონის სასულიერო სემინარიების რექტორი; 1907 წელს საქართველოში დაბრუნდა და ხელდასმულ იქნა ალავერდის ეპისკოპოსად; აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, ამის გამო 1912 წელს გადააყენეს; თავდაპირველად დანიშნეს პიატიგორსკის, 1914 წლიდან კი ვინიცის ეპისკოპოსად; 1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა; 1917 წლის 17 სექტემბრის საქართველოს ეკლესიის პირველმა საეკლესიო კრებამ იგი ურბნისის ეპისკოპოსად დაადგინა; 1921-1935წწ. იყო ჭყონდიდის, ბათუმ–შემოქმედის, ქუთაის–გაენათის მმართველი; 1926 წელს აიყვანეს მიტროპოლიტის ხარისხში; მისი შრომებიდან აღსანიშნავია: "К вопросу об автокефалии Иверской церкви" (1912).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.290; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.835  

Member of Organizations

  • საკათალიკოსო საბჭო, წევრი

Bibliography


Share: