შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა შავგულიძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1980 წელს; ასპირანტურა 1985 წელს. 1974-1975წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლაბორანტი; 1976 წელს საბჭოთა კავშირის მუსფონდის საქართველოს განყოფილების მებაღე; 1976-1977წწ. სარემონტო-სამშენებლო სამმართველო, აღმრიცხველი; 1981 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლაბორანტი; 1981-1983წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ლაბორანტი; 1981-1985წწ. სოციოლოგიის კვლევითი ლაბორატორია, ლაბორანტი; 1988-1992წწ. ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ მუშაკი; 1992-1994წწ. საქართველოს პროკურატურა, პროკურორი; 2012-2016წწ. საქათველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №2 ვაკის საარჩევნო ოლქიდან; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 351 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |