The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ არჩვაძე

თენგიზ არჩვაძე
Date of birth:3 August, 1932
Date of death:28 October, 2023  (at 91 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1955 წელს.

1956-1967წწ. მუშაობდა კ. მარჯანიშვილის თეატრში; 1967-1972წწ. რუსთავის თეატრში; გარდაცვალებამდე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო; შესრულებული აქვს მრავალი საინტერესო და დასამახსოვრებელი როლი, მათ შორის აღსანიშნავია: მუსა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ბარონი (მ. გორკის "ფსკერზე"), ჯოუ პინი (ცაო იუს "ტაიფუნი"), კორნელი (კ. ჩაპეკის "დედა"), მიხეილ იაროვოი (კ. ტრენიოვის "ლიუბოვ იაროვაია"), ველიკატოვი (ა. ოსტროვსკის "ტალანტები და თაყვანისმცემლები"), ოთარ ნიჟარაძე (გ. ფანჯიკიძის "თვალი პატიოსანი"), ალფრედ ილი (ფ. დიურენმატის "მილიარდერის ვიზიტი"), სერგო (ა. ჩხაიძის "როცა ქალაქს სძინავს"), ალექსანდრე (ლ. გოთუას "გმირთა ვარამი"), ოთარი (ლ. თაბუკაშვილის "ძველი ვალსი"), მეგვიჩი (ჩ. დიკენსის "დიდი იმედები"), ბელარმინი (ლ. მარიოტის "ჯორდანო ბრუნო"), ჩიჩერინი (მ. შარტოვას "30 აგვისტო"), ავტორი (ი. ჭავჭავაძის "ასი წლის წინათ"), ევგენი დევდარიანი (ა. ჩხაიძის "დღის წესრიგშია ერთი საკითხი"), დათო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), რასპუტინი (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე"), ანატოლი (ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს"), ილო (ლ. როსებას "სახლის ანგელოზები") და სხვა;  თ. არჩვაძე ასევე ნაყოფიერად მოღვაწეობდა კინოში, მან მრავალი დასამახსოვრებელი სახე შექმნა, აღსანიშნავია: თამაზი ("კეთილი ადამიანები"), ზაზა ("მე ვხედავ მზეს"), ნამორაძე ("შეხვედრა წარსულთან"), ვახტანგი ("შეხვედრა მთაში"), ბიძინა ("მალე გაზაფხული მოვა"), ალუდა ("ვედრება"), გიორგი ლოლაძე ("ჯვარცმული კუნძული"), არსაკიძე ("დიდოსტატის მარჯვენა"), იულონი ("წუთისოფელი"), მურზაყანი ("გათენების წინ"), ჯაბა ("ანარეკლი"), მუშნი ზარანდია ("დათა თუთაშხია"), ოთარი ("როცა წვიმა გადაიღებს"), გუგუა ("ხევისბერი გოჩა"), ("ხევსურული ბალადა"), მეფე ერეკლე, მეფე ალექსანდრე ("წიგნი ფიცისა"), გეოლოგი ("ნიკა მთაში"), ("ჩემი საყვარელი პაპა") და სხვა. 2011 წელს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის წინ გა­იხ­სნა მსა­ხი­ო­ბის სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვი. თეატრისა და კინოს მსახიოიბი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 22; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ. 86-87; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.141; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.88; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.75

Member of Organizations

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 2022 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 2022 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2017 - ხელოვნების ქურუმი
    ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის
  • 2009 - პრემია "საგურამო"
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1985 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1981 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: