Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ბახტაძე
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სტუდია 1930 წელს, 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1933–1937წწ. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1933–1952წწ. მუშაობდა თბილისის კინოსტუდიაში მულტფილმების მხატვრად, 1952 წლიდან რეჟისორად. გადაღებული აქვს მულტფილმები: "ყურშა"(1953), "ნარცისი"(1964), "სამი მეზობელი"(1966), "ო, მოდა, მოდა!"(1968), "ისევ მოდებზე"(1969), "ახალი მთვარე"(1972), "სახლობანა"(1973), "გოგონა და ბატი"(1975), "ფანტაზია"(1979), "ლოკოკინა"(1986); შექმნა მულტფილმების სერია პოპულარულ პერსონაჟ–ხელმარჯვე ოსტატზე: "ხელმარჯვე ოსტატი–სპორტსმენი"(1962), "ხელმარჯვე ოსტატი კოსმოსში"(1971), "ხელმარჯვე ოსტატი წყალქვეშ"(1976), "ხელმარჯვე ოსტატი გამოფენაზე"(1980), "ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი"(1983). კინორეჟისორი, ქართული მულტიპლიკაციური კინოს ერთ–ერთი ფუძემდებელი, წლების მანძილზე ამზადებდა მხატვარ–მულტიპლიკატორთა ეროვნულ კადრებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.383 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |