The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ომარ გვასალია

ომარ გვასალია
Date of birth:31 August, 1942
Date of death:21 April, 1992  (at 49 years)
Category:Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1968 წელს.

1968 წელს ლენინგრადის სატელევიზიო ფილმების სტუდიაში გადაიღო დოკუმენტური ფილმი "ყველა ჩემი შვილია" ა. სტეფანოვიჩთან ერთად; 1968-1970წწ. მუშაობდა საქართველოს სამეცნიერო–პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში;  1972 წელს შედგა მისი დებიუტი მხატვრულ კინოში; მოსფილმის ექსპერიმენტულ გაერთიანებაში დადგა ფსიქოლოგიური დრამა "დროებითი მოწმობა" ა. სტეფანოვიჩთან ერთად; გადაღებული აქვს სხვადასხვა ჟანრის ფილმები: "მშვიდობიანი დღეები"(1974), "იმედის მწვანე კუნძული"(1978), "მშვიდობით მეგობარო"(1980), "ქართველები ცაში"(1984), "ალყა"(1990); დაწერა სცენარი ფილმისათვის "ბედიანი"; ფილმ-ინტერვიუს ჟანრში გადაიღო ფილმები მოზარდთა აღზრდის პრობლემებზე "ერთი დღე უნივერსიტეტში"(1968), "დიალოგები"(1976), "70 შეკითხვა"(1980), "გაიცანით ჩვენი შვილები"(1987); ასევე დოკუმენტური ფილმი "ფრესკა"; 80-იანი წლების საქართველოს სოციალური და საზოგადოებრივი პრობლემები ასახა ილია ჭავჭავეძის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილ ფილმში "რამდენიმე სურათი ილიას ცხოვრებიდან"(1987); მთავარი როლი შეასრულა ფილმში "მოგზაურობა სოპოტში". 1974-1991წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოხელოვნების ფაკულტეტზე; 1983-1985წწ. იყო საქართველოს ტელეფილმების სტუდიის დირექტორი. 1988 წელს გ. ლევაშოვ-თუმანიშვილთან და რ. ხოტივართან ერთად დააფუძნა კინო-ფირმა "მთვარის გლობუსი". 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.605

Awards and Honors

  • 1992 - თბილისის კინოფესტივალი, პარიზის ი. ჭავჭავაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის პრიზი
  • ქართული კინოფესტივალი "ოქროს არწივი"

Share: