The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვარლამ რუხაძე

ვარლამ რუხაძე
Date of birth:5 November, 1874
Date of death:23 October, 1935  (at 60 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Translator, Writer, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქუტირი, წულუკიძის რაიონი (ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი).

ლექსებს ბეჭდავდა "კვალში", "მოამბეში", "თანამედროვე აზრში" და სხვა. აქტიურად მონაწილეობდა სალიტერატურო ცხოვრებაში. 1898-1899წწ. გამოაქვეყნა პირველი ლექსები, პირველი წიგნი "ლექსები და მოთხრობები", რომლებიც 1902 წელს აკრძალა ცენზურამ. მისი კრებულებია: "ცისკარი" (1904), "თაიგული" (1910), "ზღაპრები და არაკები" (1916), "ცხოვრების ყვავილები" (1919), "რჩეული ლექსები" (1931). წერდა საბავშვო თხზულებებს, ნათარგმნი აქვს ალექსანდრე პუშკინის პოემები. დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას. 1919 წელის 12 იანვარს გაზეთმა "ერთობამ" გამოაქვეყნა მისი ლექსი მისალმება (ჯარს და გვარდიას). მონაწილეობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სალიტერატურო წრის თაოსნობით გამართულ ლიტერატურულ დილაში. მუშათა ცენტრალურ კლუბში, საზოგადო მოღვაწის და ქართველი მწერლის იასე რაჭველის ხსოვნის აღსანიშნავ საღამოზე "საღამო სოსიას ღელე" ლექსი წაიკითხა. მონაწილეობდა მეორე ქართულ კლუბში, სალიტერატურო-საკონცერტო საღამოში.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.337; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.136

Member of Organizations

  • აკადემიური მწერლობის კავშირი, წევრი

Bibliography

  • რჩეული ლექსები (Author). - ტფილისი, სახელგამის გა-მა, 1931. - 150გვ.
  • ზღაპრები და არაკები (Author). - ქუთაისი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტ., 1916. - 26გვ.
  • თაიგული (Author). - ბათუმი, გ.ს. თავართქილაძის სტ., 1910. - 86გვ.

Share: