Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხაკო წერეთელი
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ცხრუკვეთი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა ჰაიდელბერგის (გერმანია) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის განხრით 1912 წელს. 1900-1907წწ. მ. წერეთელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. აქტიურად იყო ჩაბმული ანარქისტულ საქმიანობაში. ამასთან, ეწეოდა ნაყოფიერ პუბლიცისტურ მოღვაწეობას. ფსევდონიმებით "Baton" და "მ. სანგალა" წერილებს აქვეყნებდა როგორც ქართულ, ისე უცხოეთის პერიოდულ პრესაში. 1901 წელს ანარქისტულ დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის ის პარიზიდან გაასახლეს. 1907 წელს საქართველოში დაბრუნდა. მომდევნო წლებში მეცნიერი საზღვარგარეთ ცხოვრობდა. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში მ. წერეთელი ასიროლოგიაში დახელოვნდა და 1918–1923წწ. ბრიუსელისა და ბერლინის უნივერსიტეტებში მუშაობდა. 1912 წელს გამოაქვეყნა გამოკვლევა "სუმერული და ქართული" (თბილისი), 1923 წელს – "გილგამეშიანის" ქართული თარგმანი განმარტებებითურთ (კონსტანტინოპოლი), 1933 წელს კი სულხან საბას "სიბრძნე–სიცრუისას" გერმანული თარგმანი(ბერლინი). 1945 წლიდან იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მიუნხენში. მ. წერეთელი იყო ქართული ემიგრანტული პერიოდული პრესის აქტიური თანამშრომელი. მისი უშუალო მონაწილეობით პარიზში დაარსდა სამეცნიერო ჟურნალი "ბედი ქართლისა", რომელშიც გამოქვეყნებულია მ. წერეთლის არაერთი საყურადღებო წერილი. მათ შორის აღსანიშნავია დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ცხოვრების ტექსტები გერმანული თარგმანითურთ (1957-1958). გარდა ამისა, მისი სტატიები ქვეყნდებოდა ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალის "Georgica" (ლონდონი) ფურცლებზე. ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ ენებზე აქვეყნებდა გამოკვლევებსა და წერილებს ქართული ენისა და ქართველების წარმოშობის საკითხებზე, ურარტუს ისტორიასა და ენაზე. 1961 წელს პარიზში გამოქვეყნდა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" მ. წერეთლის მიერ დადგენილი ტექსტი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.520 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |