The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჩუთლაშვილი

დავით ჩუთლაშვილი
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1983  (41 წლის)
კატეგორია:იურისტი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ყვარლის რაიონი, სოფელი ახალსოფელი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 2005 წელს.  

დ. ჩუთლაშვილმა პირველი რომანი, "ჭენება" 2006 წელს გამოსცა. 2008 დააარსა ვებპორტალი www.davidchutlashvili.com, რომელზეც პერიოდულად ათავსებს თავის გერმანულენოვან ნაწარმოებებს, რომლებშიაც ისევე, როგორც თავის თითქმის ყველა სხვა ნაწარმოებში, აკრიტიკებს საზოგადოებას, სოციალურ კლიშეებს, წერს ქალთა ემანსიპაციის სიძნელეებსა და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებზე. 2010 წელს  მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბლოკ "ალიანსი საქართველოსათვის" მაჟორიტარ კანდიდატად ყვარლის რაიონის ახალსოფლის თემში. ამავე წელს გამოიცა მისი ახალი რომანი "ცხრაკლიტული."

ბიბლიოგრაფია

  • ცხრაკლიტული (ავტორი). - თბილისი, 2010. - 100გვ.. - ISBN: 978-9941-0-0284-7
  • ჭენება : რომანი (ავტორი). - თბილისი, 2006. - 230გვ.. - ISBN: 99940-67-08-7

გააზიარე: