Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
როლანდ თოფჩიშვილი
Date of birth: | 25 April, 1949 (75 years) |
Category: | Ethnologist, Historian, Scientist, Educator |
Biography
დაბადების ადგილი: სოფელი დიღომი, თბილისის საგარეუბნეო რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1972 წელს.
1993 წლიდან იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი და გვარების შემსწავლელი საპრობლემო ჯგუფის ხელმძღვანელი. ამავე ინსტიტუტში 2006 წლიდან ხელმძღვანელობს კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილებას; პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში; 2006-2018წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხელმძღვანელობდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტს; არის 8 საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს: "საქართველოს ეთნოლოგია" (2006, 2008), "კავკასიის ეთნოლოგია" (2007, 2012), "ევროპის ეთნოლოგია" (2009), "ამერიკის ეთნოლოგია (2009), "თეორიული ეთნოლოგია (2010), "ეთნოლოგიური მეცნიერების შესავალი" (2013), "ხალხთა მიგრაციები" (2015), "სახელების ეთნოლოგია და ისტორია" (2010) და 370 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (აქედან 66 წიგნია); სასკოლო სახელმძღვანელოს (V-VI კლასი) "ჩვენი საქართველოს" ავტორი; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ეთნოგრაფიულ ექსპედიციაში, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკაში; თანამშრომლობს ქართული ენციკლოპედიის რედაქციასთან - არის მრავალი საენციკლოპედიო სტატიის ავტორი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; იკვლევს საქართველოსა და კავკასიის ეთნოლოგიის კარდინალურ პრობლემებს; მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: საქართველოს მოსახლეობის შიდა მიგრაციული პროცესები; საქართველოს მოსახლეობის ისტორიული დემოგრაფია: უცხო ეთნიკურ ერთეულთა საქართველოში დასახლებისა და ქართველებთან მათი ურთიერთობის პრობლემები; ოსთა საქართველოში მიგრაცია და ქართულ-ოსური კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის საკითხები; ქართული გვარსახელების ისტორიულ-ეთნოლოგიური ასპექტები; ქართველთა რელიგიურ-კონფესიური ჯგუფები; ქართველთა ეთნიკური ისტორია; ქართველთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ჯგუფები; კავკასიის ეთნოლოგია; ეთნოსის თეორია; თეორიული ეთნოლოგია; თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ყოფა და კულტურა, ქართული ისტორიის ისტორია. მისი სამეცნიერო გამოკვლევები და სამეცნიერო დასკვნები საფუძვლად დაედო რელიგიურ-კონფესიური მიზეზით გვარშეცვლილ და ეროვნებადაკარგულ ქართველთა გვარსახელებისა და ეროვნებადაკარგულ ქართველთა გვარსახელებისა და ეროვნების აღდგენას; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწოფო კომიტეტთან არსებულ სწავლულ ექსპერტთა საბჭოს ისტორიის სექციის თავმჯდომარე (1998-2006); საქართველოს საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სახელმწიფო საატესტაციო კომისიის წევრი; შოთა რუსთაველის ფონდის სტიპენდიანტი (2011); 2021 წელს მისი 9 მონოგრაფია განთავსდა აშშ კონგრესის ბიბლიოთეკაში; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (2003).
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს მთის მოსახლეობის კულტურულ-ისტორიული ასპექტები", დაიცვა 1981 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – "ეთნოისტორიული პროცესები საქართველოს მთიანეთში", დაიცვა 1993 წლის 27 აპრილს.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.4. -თბ.,2018. -გვ.103; matsne.gov.ge; ივანე ჯავახიშვილის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი: institutehist.ucoz.net
Member of Organizations
- გელათის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1998-)
- ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი (1993-)
Awards and Honors
- 2019 - პრემია "საგურამო", ჰუმანიტარული მეცნიერება
- 1998 - გამომცემლობა "ლომისის" პრემია
Bibliography
- XIX საუკუნის აღწერის დავთრები საქართველოს ეთნოისტორიული პრობლემების შესახებ (Author). - თბილისი, მწიგნობარი, 2021. - 104გვ.. - ISBN: 9789941490521
- საქართველოს თავად-აზნაურთა გვარების ისტორია (Author) // მე-2 შევსებული და გადამუშავებული გამოცემა. - თბილისი, კლიო, 2021. - 536გვ.. - ISBN: 9789941481437
- თრუსო : ისტორიული და ეთნოკულტურული პრობლემები (Author). - თბილისი, სტამბა შპს "ძავა-პოლიგრაფი", 2021. - 240გვ.. - ISBN: 9789941829864
- Truso-historical and ethnocultural issues (Author). - Tbilisi, 2021. - 156p.. - ISBN: 9789941493119
- Культурно-исторические вопросы миграции горского населения Восточной Грузии : (на примере Пшави и Хевсурети) (Author). - Тбилиси, Мцигнобари, 2021. - 178с.. - ISBN: 9789941498275
- ქართლი (Author). - თბილისი, მწიგნობარი, 2021. - 264გვ.. - ISBN: 9789941490965
- მთიულეთის, გუდამაყრის, ხანდოსა და ჭართლის ეთნოგრაფიული მასალები : 1981-1983 წლები (Author). - თბილისი, მწიგნობარი, 2020. - 212გვ.. - ISBN: 9789941490170
- არაგვის ხეობის დაბლობი და მისი მკვიდრნი : ეთნოისტორიული საკითხები (Author). - თბილისი, მწიგნობარი, 2020. - 204გვ.. - ISBN: 9789941485879
- Осетины в исторической и современной Грузии (Author). - Тбилиси, Издательство Грузинской Национальной Академии Наук, 2019. - 106с.. - ISBN: 9789941818943
- შავშეთისა და კლარჯეთის ტოპონიმები XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის რუსულ დოკუმენტებში = XIX. Yüzyıl ve XX. Yüzyıl Başlarındaki Rus Belgelerinde ŞAVŞETİ ve KLARCETİ YER ADLARI = Toponyms of Shavsheti and Klarjeti in the Russian Documents of XIX Century and of the beginning of XX Century (Co-Author). - თბილისი, მწიგნობარი, 2019. - 162გვ.. - ISBN: 9789941485244
- თრუსო - საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე : თრუსოელები XVII საუკუნის შუა ხანებამდე და შემდეგ (Author). - თბილისი, მწიგნობარი, 2019. - 68გვ.. - ISBN: 9789941485121
- კავკასიელთა თანამედროვე ეთნოცენტრისტული ისტორიოგრაფია და საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების პრობლემები (Author). - თბილისი, მწიგნობარი, 2019. - 218გვ.. - ISBN: 9789941485282
- მამაკაცის საერთოკავკასიური სამოსის გენეზისის შესახებ : (ქართული სამოსის ისტორიიდან: ჩოხა-ახალუხი) (Author). - თბილისი, მწიგნობარი, 2019. - 206გვ.. - ISBN: 9789941485633
- ოსები ისტორიულ და თანამედროვე საქართველოში (Author). - თბილისი, მწიგნობარი, 2019. - 102გვ.. - ISBN: 9789941485459
- ქართული ეთნოლოგიის სათავეებთან : დამხმ. სახელმძღვანელო (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2018. - 146გვ.. - ISBN: 9789941261763
- ისტორიულ-ეთნოგრაფიული სამხრეთი საქართველო და ქართველები თურქეთში (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2017. - 214გვ.. - ISBN: 9789941229749
- ეთნოლოგიური თბილისი : თბილისელთა ტრადიციული ყოფა და კულტურა (Co-Author). - თბილისი, უნივერსალი, 2017. - 252გვ.. - ISBN: 9789941261190
- საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები (Author). - თბილისი, საჩინო, 2017. - 515გვ.. - ISBN: 9789941098307
- დვალეთი და დვალები : საქართველოს დაკარგული ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე და ქართველთა გამქრალი ეთნოგრაფიული ჯგუფი (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2016. - 252გვ. - ISBN: 9789941227967
- "ოსური ეთნოგრაფიული ენციკლოპედია" ქართულ-ოსური ურთიერთობის კონტექსტში = "Осетинская этнографическая энциклопедия" в контексте грузино-осетинских отношений (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2016. - 137გვ.. - ISBN: 9789941227080
- აფხაზურ-ადიღეური ეთნიკური ერთობების ეთნოგენეზის შესახებ (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2015. - 100გვ.. - ISBN: 978-9941-22-483-6
- ხალხთა მიგრაციები : სახელმძღვ. ჰუმანიტ. მეცნ. ფაკ-ტის სტუდენტებისათვის (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2015. - 300გვ.. - ISBN: 978-9941-22-542-0
- ქართველთა კვებითი კულტურის ისტორიიდან: სულუგუნი = From the history of Georgians' eating culture - Suluguni = Из истории культуры питания грузин: сулугуни (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2014. - 70გვ.. - ISBN: 978-9941-22-439-3
- ეთნოლოგიური მეცნიერების შესავალი : სახელმძღვ. უნ-ტის ჰუმანიტ. მეცნ. ფაკ-ტის სტუდენტებისათვის (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2013. - 393გვ.. - ISBN: 978-9941-22-143-9
- კავკასიის ეთნოლოგია : სახელმძღვ. უნ-ტის ჰუმანიტ. ფაკ-ტის სტუდენტებისათვის (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2012. - 384გვ.
- Кавказоведческие исследования (Author). - Тбилиси, Универсал, 2011. - 272с.. - ISBN: 9789941173509
- სახელების ეთნოლოგია და ისტორია : მსოფლიო ხალხთა ანთროპონიმიული სისტემები.სახელმძღვანელო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა შემსწავლელი სტუდენტებისათვის (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2010. - 321გვ.. - ISBN: 978-9941-17-008-9
- საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია : როლანდ თოფჩიშვილის საერთო რედ.. (Editor). - თბილისი, უნივერსალი, 2010. - 737გვ.. - ISBN: 978-9941-12-882-0
- თეორიული ეთნოლოგია : სახელმძღვ. უნ-ტის ჰუმანიტ. ფაკ-ტის სტუდ. (Co-Author). - თბილისი, თსუ-ს გამომცემლობა, 2010. - 468გვ.. - ISBN: 978-9941-13-115-8
- ამერიკის ეთნოლოგია : The ethnology of America. ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა. სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის (Author). - თბილისი, თსუ-ს გამომცემლობა, 2009. - 143გვ.. - ISBN: 978-9941-13-025-0
- Осетины в Грузии : Миф и реальность (Author). - Тбилиси, Универсал, 2009. - 257გვ.. - ISBN: 978-9941-12-496-9
- ევროპის ეთნოლოგია : The ethnology of Europe. ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა. სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის (Author). - თბილისი, თსუ-ს გამომცემლობა, 2009. - 360გვ.. - ISBN: 978-9941-13-085-4
- წოვა-თუშები : Цова-тушины (бацбийцы)The Tsova-Tushs (the Batsbs) (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2009. - 120გვ.. - ISBN: 978-9941-12-420-4
- ქართველთა ეთნოგენეზისა და ეთნიკური ისტორიის პრობლემები (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2008. - 134გვ.. - ISBN: 978-9941-12-306-1
- საქართველოს ეთნოლოგია : სახელმძღვანელო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული სპეციალობის სტუდენტებისათვის (Author). - თბილისი, თსუ-ს გამომცემლობა, 2008. - 316გვ.. - ISBN: 978-9941-13-041-0
- ქართველთა ეთნიკური კულტურის საკითხები (Co-Author). - თბილისი, უნივერსალი, 2008. - 195გვ.. - ISBN: 978-9941-12-364-1
- ოსთა წინაპარი ალანების თავდაპირველი განსახლების არეალი (Author). - თბილისი, თსუ-ს გამომცემლობა, 2008. - 71გვ.. - ISBN: 978-9941-13-067-0
- კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია : ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა. სალექციო კურსი (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2007. - 398გვ.. - ISBN: 978-99940-913-1-7
- საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია : მოკლე სალექციო კურსი. - თბილისი, უნივერსალი, 2006. - 172გვ.. - ISBN: 99940-61-19-4
- Грузино-осетинские этноисторические очерки (Author). - Кутаиси, Изд-во Кутаис. гос. ун-та, 2006. - 97გვ.
- ეთნოისტორიული ეტიუდები : წიგნს ახლავს ავტ. მინაწ. (Author) // წ.I.. - თბილისი, ენა და კულტურა, 2005. - 332გვ.
- Об осетинской мифологеме истории (Author). - თბილისი, ენა და კულტურა, 2005. - 61გვ.
- ევროპისა და ამერიკის ხალხები : ლექციების კურსი (Author). - თბილისი, ენა და კულტურა, 2003. - 312გვ.. - ISBN: 99940-722-6-9
- ქართული გვარსახელების ისტორიიდან : წიგნი I, მთის რეგიონების გვართა ეთნოისტორიული შესწავლის ცდა (Author). - თბილისი, ენა და კულტურა, 2003. - 288გვ.
- საქართველოს ისტორიული დემოგრაფიისათვის : შიდა ქართლის მთის მოსახლეობის მიგრაციის ეთნოისტ. საკითხები (Author). - თბილისი, მემატიანე, 2002. - 161გვ.
- ქართველთა ეთნიკური ისტორია და საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები : კონსპექტური ვარიანტი (Author). - თბილისი, მემატიანე, 2002. - 127გვ.
- სად წავიდა ჯავახეთის ქართული მოსახლეობა : ჯავახეთის მოსახლეობის მიგრაცია XVII-XIX ს.ს. (Author). - თბილისი, მემატიანე, 2000. - 72გვ.
- პროვინციულ ფაშისტთა ცრუ ისტორია. - თბილისი, ლომისი, 1999. - 56გვ.
- მოხეური გვარსახელები (Author). - თბილისი, მემატიანე, 1998. - 62გვ.
- როდის წარმოიქმნა ქართული გვარსახელები (Author). - თბილისი, მემატიანე, 1997. - 128გვ.
- საქართველოში ოსთა ჩამოსახლებისა და შიდა ქართლის ეთნოისტორიის საკითხები (Author). - თბილისი, ლომისი, 1997. - 232გვ.
- ლეჩხუმური გვარსახელები : დასავლეთ საქართველოს ეთნიკ. ისტორიიდან (Author). - თბილისი, საქართველო, 1993. - 44გვ.. - ISBN: 5-529-01017-2
- აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა მიგრაცია XVII-XX ს.ს. : ფშავ-ხევსურეთის ისტ.-ეთნოგრაფიული მონაცემების მიხედვით (Author). - თბილისი, მეცნიერება, 1984. - 146გვ.
|