The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ მაჩაბელი

მიხეილ მაჩაბელი
Other name:მიშო მაჩაბელი
Date of birth:15 November, 1858
Date of death:1927  (at 68 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Public official, Journalist, Public Man, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.  

დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი 1878 წელს, სწავლობდა მოსკოვის პეტროვსკო-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში. 

მიხეილის მშობლები იყვნენ სახელმწიფო მრჩეველი ვახტანგ (ივანე) მაჩაბელი (1821-1897) და ელისაბედ ვაჩნაძე (1837-1920). მიხეილ მაჩაბლის ყველაზე ძველი წინაპარი მამის ხაზით, რომლის სახელიც საისტორიო წყაროებში შემოგვრჩა, იყო სამაჩაბლოდ წოდებულ სათავადოში მცხოვრები ქაიხოსრო მაჩაბელი, რომელიც 1612-1644 წლებში იხსენიება. აქედან მოყოლებული, მიხეილ მაჩაბლის გენეალოგიური ხაზი ასე გამოიყურება: ქაიხოსრო-ბაადური (ჩანს 1666-1688 წლებში) - ფირანი (ჩანს 1666-1688 წლებში) - ბორტი (ჩანს 1706-1723 წლებში) - გიორგი (ჩანს 1756 წელს) - სეხნია (ვასილი) (ჩანს XVIII საუკუნის მეორე ნახევარში) - მიხეილი (1769-1839) - ვახტანგი (ივანე) (1821-1897) - მიხეილი (მიშო) (1858-1927). მიხეილ მაჩაბელი სწავლობდა მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებული აქტიურად მოღვაწეობდა კავკასიის სასოფლო-სამეურნეო, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებისა და საქართველოს ეთნოგრაფიულ საზოგადოებებში; იგი სისტემატურად აკეთებდა მოხსენებებს, აწყობდა ექსპედიციებს; გამოიკვლია თიანეთის მაზრის სახელმწიფო გლეხთა ცხოვრების პირობები, აღწერა აქაური მოსახლეობის მიწათსარგებლობის წესი; ნაშრომს თან ერთვის სათანადო მეცნიერული, საცნობარო და ბიბლიოგრაფიული აპარატი, რაც კიდევ უფრო ამაღლებს მის ღირებულებას; იგი იყო ჩვენში ხელოსნური წარმოების ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე; მას, როგორც სპეციალისტს დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ დარგის აღორძინებასა და ორგანიზაციის საქმეში; მიხეილ მაჩაბელი რედაქტორობდა გაზეთ "ზაკავკაზიეს". იგი იყო ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, ასევე 1917 წელს გამართული საქართველოს ეროვნული ყრილობის დელეგატი, ხოლო შემდგომში ეროვნული საბჭოს წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან. სათავეში ედგა საბჭოს სარწმუნოებათა კომისიას. საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა თავისი ნათესავის, დავით ვაჩნაძის სასარგებლოდ. მონაწილეობდა ედპ-ისგან გამოყოფილი დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული საპარლამენტო ფრაქციის ჩამოყალიბებაში, რომლის ბაზაზეც წარმოიშვა საქართველოს ეროვნული (იგივე მიწის მესაკუთრეთა ეროვნული) პარტია. მისი პირველი მეუღლე ანა იყო ასული გიორგი ქსნის ერისთავისა (1832-1870), მეორე ელისაბედ ზაალის ასულ ბაგრატიონ-დავითიშვილისა (1836-1922). მიხეილსა და ანას შეეძინათ სამი შვილი- მარინე, ელისაბედი, იგივე ლიზა (1900-?) და ვახტანგი (1904-1938). სამივე მათგანი ემიგრაციაში გაემგზავრა. აგრონომი. მარინე მაჩაბლის მამა.

წყარო: ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.256; 100 წლის წინანდელ ქართულ ფულზე გამოსახული მანდილოსნის პროტოტიპები : როგორ გაერთიანდა სამი უმშვენიერესი ქალის სახე 500-მანეთიან კუპიურაზე / ნიკო ჯავახიშვილი // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ყოველთვიური ჟურნალი.-თბილისი, 2019. N 3 (99).-გვ.36-43;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 594; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 599

Bibliography

  • მიწის საკითხი : სიტყვა თქმული საქართველოს პარლამენტში (Author). - თბილისი, 1918. - 19გვ.

Share: