The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასო ბალანჩივაძე

ვასო ბალანჩივაძე
Legal name:ვასილ ბალანჩივაძე
Other name:ფილიპე ბარბაქაძე  (Pseudonym)
Date of birth:24 April, 1867
Date of death:18 May, 1951  (at 84 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბანოჯა, წყალტუბოს რაიონი.

1887–1890 წლებში მისი უფროსი ძმის ცნობილი კომპოზიტორის მელიტონ ბალანჩივაძის მეცადინეობით თბილისში რეალურ სასწავლებელში შევიდა, პარალელურად ხატვაში მოსამზადებლად ძმამ მიაბარა მხატვარ გ. ბაშინჯაღიანს. 

პირველად სცენაზე გამოვიდა 1887 წელს თბილისში, ვასო აბაშიძის ხელმძღვანელობით. იმავე წელს პეტერბურგს გაემგზავრა და სამხატვრო აკადემიაში შევიდა, რომელიც არ დაუმთავრებია. 1890 წელს დაბრუნდა თბილისში და ქართულ თეატრში დაიწყო მოღვაწეობა. 1891 წელს ქუთაისში გადავიდა, იქ ხატვას ასწავლიდა კლასიკურ გიმნაზიაში, პარალელურად კი კოტე მესხის თეატრში მუშაობდა. ქუთაისის თეატრის დაწვის შემდეგ  (1894) კ. მესხი თბილისში დაბრუნდა, ვ. ბალანჩივაძემ მის მიერ შედგენილი მსახიობთა დასით დასავლეთ საქართველოს ქალაქებში წარმოდგენებს მართავდა. როდესაც ხარაზიშვილების თეატრი შეაკეთეს, 1896 წელს თეატრის ხელმძღვანელად ლადო მესხიშვილი მიიწვია. 1921 წელს ქუთაისის თეატრის ხელმძღვანელად დაინიშნა, 1924 წელს თბილისში გადმოვიდა და დაინიშნა სანიტგანათლების თეატრში მთავარ რეჟისორად და მსახიობად. 1929 წელს ცეკავშირის მოძრავ თეატრში მიიწვია თეატრის ხელმძღვანელმა გუგული ბუხნიკაშვილმა. 1930-1935 წლებში პერიფერიის თეატრებში მოღვაწეობდა, 1935-1942 წლებში მუშაობდა "სახკინმრეწვში". ქართულ სცენაზე მან 200-ზე მეტი როლი განასახიერა. მრავალფეროვანი იყო მისი რეპერტუარი: სოლომონ ლიონიძე (დ. ერისთავის "სამშობლო"), გელა (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), ბობჩინსკი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), ბესო (ა. სუმბათაშბილის "ღალატი" ), ბენ აკიბა (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ოტია ჯოლია (ვ. გუნიას "და-ძმა"), იაგო, კენტი, პოლონიუსი (უ. შექსპირის "ოტელო", "მეფე ლირი" და "ჰამლეტი"), მაგრამ მისი შემოქმედების გვირგვინი იყო ფილიპე ბარბაქაძე და დარისპან ქარსიძე (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება" და  "დარისპანის გასაჭირი"). დ. კლდიაშვილმა "დარისპანის გასაჭირი" მისთვის დაწერა. თბილისის თეატრში დადგმული "ირინეს ბედნიერება" ჩავარდა და ეს ჩავარდნა ავტორს გადააბრალეს, ლ. მესხიშვილმა აღუთქვა დავითს, მე დავდგამ ქუთაისშიო, ავტორი მიიწვიეს რეპეტიციაზე, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. ამ შემთხვევამ  მსახიობს შთააგონა, რომ ლიტერატურულ ფსევდონიმად "ფილიპე ბალანჩივაძე" აეღო. ვ. ბალანჩივაძე ავტორია პიესებისა: "1905 წელი", "გლეხი ივლიანე გობეჩია", "უბედური დღე", "აჭარელი ქალი ფატიმა", "მზის სხივები", "უბედური დღე", "დაუდევრობის მსხვერპლი" და სხვა. საინტერესოა მისი მოღვაწეობა კინოში: "დაკარგული სამოთხე" (ბაბუა ანტონი), "ქალი გაღმიდან" (ოსმანია), "ქალი მწვანეში" (სარდიონი), "გიორგი სააკაძე" (გლეხი) და სხვა. ვასილ ბალანჩივაძე ქართული ესტრადის მსახიობი, ერთდროულად საესტრადო-იუმორისტული სცენების ("იმერული სცენები") ავტორიც იყო და შემსრულებელიც. მისი "მოგონებები" ინახება საქართველოს თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმში.  მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ქართული თატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.343; ხელოვნების კალენდარი კინო, მუსიკა, თეატრი -თბ; 1992., - გვ.54-55; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.43

Awards and Honors

  • 1950 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1922 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Bibliography


Share: