The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ომარ ნიაზაშვილი

ომარ ნიაზაშვილი
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1994  (29 წლის)
კატეგორია:სამბო, ძიუდო

ბიოგრაფია

დაიბადა გორში. ქართველი სპორტსმენი (სამბო, ძიუდო). საქართველოს ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკებს შორის, ევროპის თასის ვერცხლის პრიზიორი ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი სამბოში ახალგაზრდებს შორის.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - მეორე ადგილი, ევროპის თასი, მინსკი, ბელარუსი
    სამბო (79 კგ.)
  • 2014 - მეორე ადგილი, ევროპის თასი, თესალონიკი, საბერძნეთი (ახალგაზრდებს შორის)
    ძიუდო (73 კგ.)
  • 2014 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, კასერესი, ესპანეთი (ახალგაზრდებს შორის)
    სამბო (74 კგ.)
  • 2012 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, ბუქარესტი, რუმინეთი (ჭაბუკებს შორის)
    სამბო (70 კგ.)
  • 2012 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, სოფია, ბულგარეთი (ჭაბუკებს შორის)
    სამბო (70 კგ.)

გააზიარე: