The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



აქვსენტი გიორგაძე

აქვსენტი გიორგაძე
დაბადების თარიღი:4 ივნისი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში (იმერეთი). ქართველი მორაგბე. სიმაღლე - 180 სმ. 110 კგ წონითი კატეგორია. საქართველოს ეროვნულ ნაკრების წევრი 1996-2011 წლებში. პირველად ითამაშა 1996 წლის 12 აპრილს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩეხეთის სარაგბო ნაკრების წინააღმდეგ. მას შემდეგ ეროვნულ გუნდში მან 62 კეპი მოიხვეჭა და 12 ლელო გაიტანა (60 ქულა). ითამაშა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატებზე 2003, 2007, 2011 წლებში. სარაგბო კარიერის ბოლო თამაში მოგებით დაასრულა (თამაშობდა „ტულუზის“ შემადგენლობაში). მომდევნო სეზონზე მან სპორტული მოღვაწეობა გააგრძელა სამწვრთნელო ასპარეზზე.

კლუბები:

2001-2002 - "ტულონი";

2002-2005 - "როვიგო"; 

 2005-2011 - "კასტრი";

2011 - "მაზამეტი";

2011-2012 - "ტულუზა";

2012 - "ტურნეფეი";

რამდენჯერმე უთამაშია იტალიის ჩემპიონატის ”ოლსტარში”, თამაშობდა შვიდკაცა ნაკრებშიც. 


გააზიარე: