The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიგა ოდიკაძე

გიგა ოდიკაძე
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 2005  (19 წლის)
კატეგორია:ძალოსნობა

ბიოგრაფია

დაიბადა ხაშურში. ქართველი ძალოსანი. მწვრთნელი - ზურაბ ანთაური. პოლონეთის ქალაქ ცეხანუვში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე 17 წლამდელთა შორის გიგა ოდიკაძემ პირველივე დღეს ოქროს მედალი მოიპოვა. მან შტანგასთან ექვსივე მისვლა გამოიყენა. გიგამ ატაცში 79, 82 და 84 კგ. დააფიქსირა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, აკვრაში კი, 94, 99 და 102 კილოგრამიანი შტანგის დაძლევით ვერცხლს დაეუფლა. ჯამში -186 კგ. მონაცემით რუს ოლეგ პროკოპევსა (184 კგ.) და პოლონელ ტომაშ ზელემს (182 კგ.) აჯობა.

2017 - თბილისის ღია პირველობის პრიზიორი;

2017 - საქართველოს პირველობის ვერცხლის მედალოსანი;

2017 - გიორგი ასანიძის ტურნირის ჩემპიონი;

2018 - თბილისის ღია პირველობის ჩემპიონი; 

2019 - თბილისის ღია პირველობის ჩემპიონი. 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - ვერცხლის მედალი, ევროპის ჩემპიონატი. ცეხანუვი, პოლონეთი (17 წლამდელთა შორის შორის)
    ძალოსნობა, აკვრში (49 კგ.)
  • 2021 - ოქროს მედალი, ევროპის ჩემპიონატი. ცეხანუვი, პოლონეთი (17 წლამდელთა შორის შორის)
    ძალოსნობა, ატაცში (49 კგ.)

გააზიარე: