The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გურამ თუშიშვილი

გურამ თუშიშვილი
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1995  (29 წლის)
კატეგორია:ძიუდო

ბიოგრაფია

დაიბადა დაბა კოჯორში (საქართველო). ქართველი ძიუდოისტი. 193 სმ,  (+100 კგ). 

2011 საქართველოს ვიცე-ჩემპიონი (ჭაბუკები) (90კგ; თბილისი);
2011 მსოფლიოს ჩემპიონი (ჭაბუკები) (90კგ; კიევი, უკრაინა);

2011 ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (ჭაბუკები), 90კგ; კოტონერა, მალტა);

2011 საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი (ჭაბუკები), (90კგ; კიევი, უკრაინა);
2012 საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (ახალგაზრდები), (100კგ; მუდანია, საბერძნეთი);

2012  საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (ახალგაზრდები), (100კგ; ბერლინი, გერმანია);

2012 ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (ახალგაზრდები), (100კგ; პორეჩი, ხორვატია); 

2013 საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (100კგ; თესალონიკი, საბერძნეთი);

2013 საქართველოს ჩემპიონი (100კგ; თბილისი);

2013 საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი (ახალგაზრდები), (100კგ; ბერლინი, გერმანია);
2013 ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდები) (100კგ; სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა);

2015 ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდები) (+100კგ; ობერვარტი, ავსტრია);
2015 საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი (ახალგაზრდები), (+100კგ; ბერლინი, გერმანია);

2016 საქართველოს ჩემპიონი (+100კგ; თბილისი);

2016 საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი (100კგ; ტუნისი, ტუნისი);

2017 ევროპის ჩემპიონი (+100კგ და გუნდური; ვარშავა, პოლონეთი);

2017 მსოფლიო მასტერსი (+100კგ; სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი);

2017 გრან სლემი (+100კგ; ბაქო, აზერბაიჯანი);

2018 მსოფლიო მასტერსი  (+100კგ; გუანჟოუ, ჩინეთი);

2018 მსოფლიოს ჩემპიონი (+100კგ; ბაქო, აზერბაიჯანი);

2018 გრან პრი (+100კგ; თბილისი);

2018 გრან პრი (+100კგ; ზაგრები, ხორვატია);

2019 ევროპის II თამაშების ჩემპიონი (+100კგ; მინსკი, ბელარუსი);

2019 გრან პრი (+100კგ; ტაშკენტი, უზბეკეთი);
2019 საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (+100კგ; კლუჟი, რუმინეთი);

2019 ევროპის ჩემპიონი (+100კგ; მინსკი, ბელარუსი);

2020 ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (+100კგ; პრაღა, ჩეხეთი);

2020 გრან სლემი  (+100კგ; დიუსელდორფი, გერმანია);

2021 ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (+100კგ; ლისაბონი, პორტუგალია);

2021 ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი (2020; +100კგ; ტოკიო) - შედეგები: 1/16: თავისუფალი იყო, 1/8: ტემურ რახიმოვი (ტაჯიკეთი) - მოგება; 1/4: რაფაელ სილვა (ბრაზილია) - მოგება, 1/2: ტამერლან ბაშაევი (როკ) - მოგება, ფინალი: ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) - მარცხი.

2021 გრან სლემის ბრინჯაოს პრიზიორი (+100კგ; თელ ავივი, ისრაელი);

2022 ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (+100კგ; სოფია, ბულგარეთი);

2022 გრან სლემი  (+100კგ; თელ ავივი, ისრაელი);

 2022 გრან სლემი  (+100კგ; ანტალია, თურქეთი).

***

2019 წლის მარტში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) გურამ თუშიშვილს ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა ყაზახეთში, ყაზახური საბრძოლო ხელოვნების კურაშის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის გამო (კომერციული ტურნირი).






გააზიარე: