The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



მირონ ბარამია

მირონ ბარამია
დაბადების თარიღი:1934  (90 წლის)
კატეგორია:ველოსპორტი, მსაჯი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. 1972 წელს მიიღო ველოსპორტის საერთაშორისო კომისრის დიპლომი. იყო მსოფლიო ჩემპიონატების კომისარი, სააპელაციო ჟიურის წევრი, სამოყვარულო ველოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ტექნიკური მრჩეველი. 1993 წლიდან, მას შემდეგ, რაც გაერთიანდა მოყვარულ და პროფესიონალ ველომრბოლელთა საერთაშორისო ფედერაციები, მუშაობდა ლოზანაში, ოლიმპიურ შეჯიბრებათა კოორდინატორად. 1978 წლიდან იყო UCI-ის ტექნიკური კომისიის წევრი, ხელმძღვანელობდა UCI-ის სატრეკო ველოსპორტის კომისიას. მონრეალისა და ლოს - ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე იყო საერთაშორისო ფედერაციის კომისარი, ხოლო სეულში, ბარსელონასა და ატლანტაში - იმავე ფედერაციის ტექნიკური დელეგატი. ამჟამად ცხოვრობს შვეიცარიაში.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  334 გვ.


გააზიარე: