The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



მალხაზ ჭეიშვილი

მალხაზ ჭეიშვილი
დაბადების თარიღი:18 ოქტომბერი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:მწვრთნელი, რაგბი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. მორაგბე (უნივერსალი ბექი, 15-9 ნომერი), მწვრთნელი. საბჭოეთის ბრინჯაოს პრიზიორი (1981). ერთა თასის ვერცხლის პრიზიორი (1986-87). 1989-1995 წლებში საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 4 მატჩი. ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი 2004-07 წლებში (მსოფლიო თასის ჩათვლით). აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელი (2009).

ერთა თასის ბალანსი: 15 მოგება - 6 წაგება - 2 ფრე.

კლუბები:" სპი", "შევარდენი", "ლოკომოტივი", "ელმავალი", "ასოციაცია", "გუმარი", "ყოჩები".

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  332 გვ.


გააზიარე: