The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ანატოლი (გიგა) ნორაკიძე

ანატოლი (გიგა) ნორაკიძე
დაბადების თარიღი:30 მარტი, 1930
გარდაცვ. თარიღი:27 თებერვალი, 1995  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა  ოჩამჩირეში. ფეხბურთელი, თავდამსხმელი, მწვრთნელი. სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 30 მატჩი (8 გოლი).  თამაშობდა ოჩამჩირის "დინამოში" (1948-49), სოხუმის "დინამოში", თბილისის "სპარტაკში" (1951, 1953), "ოდო"-სა (1952-53, 1954-57, 1958-59) და თბილისის "დინამოში" (1958). იყო ცხაკაიას “განთიადის” (1961), ქუთაისის “ტორპედოს” (1966-68, 1973-77, 1979, 1983, 1992-93), ტყიბულის "მეშახტის" (1969), გორის "დილის" (1969-70), მახარაძის "მერცხლის" (1971-72), სოხუმის "დინამოს" (1978, 1987-89), სამტრედიის "ლოკომოტივის" (1981-82, 1983-84), სოხუმის "ცხუმის" (1990-91), საქართველოს ნაკრებისა (1991-92) და თბილისის "ანცის" (1994) მთავარი მწვრთნელი. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  330 გვ.


გააზიარე: