The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ანა მათნაძე

ანა მათნაძე
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1983  (41 წლის)
კატეგორია:ჭადრაკი

ბიოგრაფია

დაიბადა თელავში. მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი (2002). 16 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი (1999). 20 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის მეორე (1999) და მესამე (2000) პრიზიორი.  საქართველოს ჩემპიონატების ორგზის მესამე (2000, 2003) და მეორე (2002) პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი ელვისებურ ჭადრაკში (2002). კლუბ “ნტნ”-ის შემადგენლობაში ევროპის საკლუბო ჩემპიონი (2004), მეორე (2003) და მესამე (2002) პრიზიორი. მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მონაწილე (2004). 2012 წლიდან გამოდის ესპანეთის სახელით.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  317 გვ.


გააზიარე: