The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი გიორგაძე

გიორგი გიორგაძე
დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1964  (59 წლის)
კატეგორია:ჭადრაკი

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში. მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი (1993). საქართველოს ორგზის ჩემპიონი (1982, 88), მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების მონაწილე (1992-2000. 1996 წელს თავის დაფაზე მოიპოვა მცირე ბრინჯაოს მედალი: 12-იდან 8,5 ქულა). მსოფლიოს ჩემპიონ გარი კასპაროვის სეკუნდანტი მსოფლიო პირველობის მატჩში (1990). საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი 2008 წლიდან.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  316 გვ.


გააზიარე: