The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ელენა ახმილოვსკაია

ელენა ახმილოვსკაია
დაბადების თარიღი:11 მარტი, 1957
გარდაცვ. თარიღი:18 ნოემბერი, 2012  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:ჭადრაკი

ბიოგრაფია

დაიბადა ლენინგრადში (ახლ. სანქტ-პეტერბურგი). მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი (1977). 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონობისთვის მატჩში შეხვდა მაია ჩიბურდანიძეს და წააგო – 5,5:8,5. საჭადრაკო ოლიმპიადების ორგზის ჩემპიონი (1978, 86). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. 1981-88 წლებში ცხოვრობდა თბილისში. 1988 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის დროს ცოლად გაჰყვა აშშ-ის კაცთა გუნდის კაპიტანს ჯონ დონალდსონს (იქორწინეს სალონიკში აშშ-ის საკონსულოში) და შეჯიბრება მიატოვა. მას შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, იყო ამ ქვეყნის სამგზის ჩემპიონი (1990, 93, 94). მუშაობდა ნორჩ მოჭადრაკეთა მწვრთნელად.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  314 გვ.


გააზიარე: