ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
აკაკი კიბორძალიძე
დაბადების თარიღი: | 17 აგვისტო, 1962 |
გარდაცვ. თარიღი: | 16 ივლისი, 2001 (38 წლის ასაკში) |
კატეგორია: | ძიუდო |
ბიოგრაფია
დაიბადა ქუთაისში. ძიუდოისტი (+95 კგ.). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატების ორგზის მესამე პრიზიორი (1987, 1988). სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986), სსრკ ჩემპიონი (1987) და სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1988), თბილისის საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ. 236 გვ.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1989 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. ბელგრადი იუგოსლავია
- 1988 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. პამპლონა, ესპანეთი
- 1987 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. პარიზი, საფრანგეთი
|