The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი ასანიძე

გიორგი ასანიძე
დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1975  (49 წლის)
კატეგორია:ძალოსნობა

ბიოგრაფია

დაიბადა საჩხერეში. ძალოსანი (77 და 85 კგ). 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (საუკეთესო შედეგი სამმა ძალოსანმა აჩვენა. მათ შორის მედლები პირადი წონის მიხედვით განაწილდა, სამეულში კი ყველაზე მძიმე  ქართველი სპორტსმენი აღმოჩნდა). მსოფლიოს ჩემპიონი (2001) და მეორე პრიზიორი (2002), ევროპის სამგზის ჩემპიონი (2000, 01, 02) და მეორე პრიზიორი (1998). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1994, 95). ატაცში დამყარებული აქვს ორი მსოფლიო რეკორდი: 168 კგ (77 კგ კატეგორიაში,1998) და 186 კგ (85 კგ კატეგორიაში, 2000). საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1998, 2000, 01). ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  224 გვ.


გააზიარე: