The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი ნემსაძე

გიორგი ნემსაძე
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1972  (52 წლის)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

 დაიბადა თბილისში. ფეხბურთელი. (ნახევარმცველი). თამაშობდა თბილისის “დინამოში” (1989-91, 93-95, 2000, 04-05), ლანჩხუთის “გურიაში” (1991-92), თბილისის “შევარდენში” (1992-93), “ჰომბურგში” (გერმანია, 1995-96), “ტრაბზონსფორში” (თურქეთი, 1996-97), “გრასჰოპერში” (შვეიცარია, 1997-98), “რეჯანაში” (იტალია, 1999), თბილისის “ლოკომოტივსა” (1999) და “დანდიში” (შოტლანდია, 2000-03). სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 5 მატჩი, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში – 149 (29 გოლი). საქართველოს ხუთგზის (1990, 91, 94, 95, 2005) და შვეიცარიის (1998) ჩემპიონი. საქართველოს თასის ორგზის (1994, 95) მფლობელი. საქართველოს ნაკრებში ითამაშა ყველაზე მეტი, 63 მატჩი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  200 გვ.


გააზიარე: