ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ზაურ სვანაძე
დაბადების თარიღი: | 23 იანვარი, 1958 (67 წლის) |
კატეგორია: | ფეხბურთი |
ბიოგრაფია
დაიბადა ქუთაისში. ფეხბურთელი (ნახევარმცველი). თამაშობდა ქუთაისის “ტორპედოში” (1976-80), თბილისის “დინამოში” (1981-89), “ჰოლმსუნდში”(შვედეთი, 1990-91), “მაიფში” (შვედეთი, 1992-93), ელივარეს “გეესკოში” (შვედეთი, 1994-95). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 246 მატჩი (8 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1981), ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981). იყო თბილისის “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი (2002). ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 198 გვ.
|