ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
გიორგი თავაძე
დაბადების თარიღი: | 21 ივნისი, 1955 (69 წლის) |
კატეგორია: | ფეხბურთი |
ბიოგრაფია
დაიბადა ლანჩხუთში. ფეხბურთელი (მცველი). თამაშობდა ლანჩხუთის ”გურიაში” (1972-78), თბილისის ”დინამოში” (1979-82), ქუთაისის `”ტორპედოში” (1983-84). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 76 მატჩი (4 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1981), ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). იყო ლანჩხუთის ”გურიის” მთავარი მწვრთნელი (1996). ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 196 გვ.
|