The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ნატო ნასარიძე

ნატო ნასარიძე
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1972  (51 წლის)
კატეგორია:მშვილდოსნობა

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. მშვილდოსანი. 1992 წლიდან გამოდის თურქეთის სახელით. ევროპის ექვსგზის ჩემპიონი (1990, 96, 00) პირად და გუნდურ შეჯიბრებებში, მსოფლიოს ჩემპიონატების სამგზის მეორე პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში (1995, 99, 03) და ორგზის მესამე პრიზიორი პირად ასპარეზობაში (1995, 97). ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების თამაშების ჩემპიონი (1997) და მეორე პრიზიორი (1993). XXV, XXVI, XXVII და XXVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1992, ბარსელონა – IX ადგილი; 1996, ატლანტა – XVII ადგილი; 2000, სიდნეი – XXI ადგილი და 2004, ათენი – XXXI ადგილი). დამყარებული აქვს ოლიმპიური რეკორდი (1996). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  148 გვ.


გააზიარე: