The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი ცინცაძე

გიორგი ცინცაძე
დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1986  (38 წლის)
კატეგორია:კალათბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. კალათბურთელი (192 სმ). საქართველოს ნაკრების წევრი (2004-დან). ახალგაზრდული ევროლიგის ჩემპიონი (2004), რუსეთის ჩემპიონი (2004), ულების თასის მფლობელი (2006), ესტონეთის ორგზის ჩემპიონი (2007, 08), ევროჩელენჯის ოთხთა ფინალის მონაწილე (2008), ბალტიის ლიგის "ოლ სტარის" მონაწილე (2008),  ესტონეთის პირველობის საუკეთესო კალათბურთელი (2009), ფიბას ევროთასების "ოლ სტარი" (2008), ბალტიის თასის გამარჯვებული (2011), უკრაინის სუპერლიგის ჩემპიონი (2013).

 საკლუბო კარიერა: თბილისის "აკადემია (2001-02), ბათუმის "ბასკო" (2003), რუსეთის  "ცსკა" (2003-04), რუსეთის "სამარა" (2004), რუსეთის "ურალ გრეითი" (2005),  რუსეთის "დინამო" (2005-06), ესტონეთის "ტარტუ როკი" (2006-09), საბერძნეთის "ტრიკალა" (2009), უკრაინის "დონეცკი" (2009-10), პოლონეთის "სოპოტი" (2010), ესტონეთის "ტარტუ როკი" (2010-11), თბილისის "ოლიმპი"  (2012), უკრაინის "ბუდიველნიკი" (2012-13), უკრაინის "დონეცკი" (2013-14), ლიბანის "შამპვილი"  (2014), მაკედონიის "სკოპიე" (2014), საქართველოს "შსს აკადემია" (2014-15), საფრანგეთის "გრაველინი" (2015), საფრანგეთის "როუენ მეტროპოლ ბასკეტი" (2016).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  135 გვ.


გააზიარე: