დაიბადა თბილისში. თანამედროვე ხუთჭიდელი. 1992 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში, 1997 წლიდან გამოდიოდა ამ ქვეყნის სახელით. XXIV ოლიმპიური თამაშების (1988, სეული) მესამე პრიზიორი პირად ჩათვლაში (V ადგილი გუნდურ პირველობაში), XXVI და XXVII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, ატლანტა - XX ადგილი. 2004, ათენი - IX ადგილი). მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ (1990) და მეორე პრიზიორი პირად შეჯიბრებაში (1989), ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად და გუნდურ პირველობაში (1987, 89), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1986, 88, 89), სსრკ თასის მფლობელი (1986, 88), კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1986). პანამერიკული თამაშების ჩემპიონი (2003). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 118 გვ.