The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ზაზა თურმანიძე

ზაზა თურმანიძე
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა

ბიოგრაფია

 დაიბადა მიხათაურში, (საჩხერე). თავისუფალი სტილით მოჭიდავე (130 კგ). ევროპის ჩემპიონი (1987), კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1994). სსრკ ჩემპიონი (1990), მეორე (1988) და მესამე პრიზიორი (1989), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1986). XXVI ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, ატლანტა _ X ადგილი). საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი (1992-იდან).  მისი ხელმძღვანელობით ნაკრები არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (2003). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  112 გვ.


გააზიარე: