The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ლევონ სარქისოვი

ლევონ სარქისოვი
დაბადების თარიღი:1938  (86 წლის)
კატეგორია:ალპინიზმი

ბიოგრაფია

თბი­ლი­სე­ლი მთამ­ს­ვ­ლე­ლი ლევ სარ­ქი­სო­ვი დღე­ი­სათ­ვის მსოფ­ლი­ო­ში თუ არა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­ინც, ყვე­ლა­ზე უხუ­ცე­სია.
სა­ცაა მერ­ვე ათე­ულ წელს მი­უ­კა­კუ­ნებს, მაგ­რამ კვლა­ვაც მწვერ­ვა­ლე­ბის­კენ უჭი­რავს თვა­ლი და ცხოვ­რე­ბა­ში არ­ჩე­უ­ლი ბი­ლი­კი­დან გა­დას­ვ­ლას არ ჩქა­რობს. ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია, მთა­ში და­დის და პრაქ­ტი­კუ­ლად, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მწვერ­ვა­ლი აქვს და­ლაშ­ქ­რუ­ლი, ზო­გი­ერ­თი რამ­დენ­ჯერ­მეც: უშ­ბას სამ­ხ­რეთ და ჩრდი­ლო­ეთ მწვერ­ვა­ლე­ბი - 4 710 მ და 4 676 მ; ჩა­ტი­ნი - 4 318 მ; იალ­ბუ­ზი - 5 642 მ. ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ხუ­თი­ვე 7-ათა­სი­ა­ნი მწვერ­ვა­ლი. 
ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კი მის ალ­პი­ნის­ტურ კა­რი­ე­რა­ში დე­და­მი­წის უმაღ­ლე­სი მწვერ­ვა­ლი, ევე­რეს­ტია (8848 მ), რო­მე­ლიც მან 1999 წელს ექ­ს­პე­დი­ცია "კავ­კა­სია-99"-ის წევ­რებ­თან ერ­თად და­იპყ­რო. ამას­თან იგი იმ დროს 60 წლის და 161 დღის იყო და რო­გორც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვა­ნი ევე­რეს­ტის დამ­ლაშ­ქ­რა­ვი, გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგ­ნ­შიც შე­ვი­და. სხვა­თა შო­რის, ლევ სარ­ქი­სო­ვი პირ­ვე­ლი სო­მე­ხი კა­ცია, რო­მელ­მაც "დე­და­მი­წის სა­ხუ­რავ­ზე" შედ­გა ფე­ხი. იგი "ე­დელ­ვე­ი­სის ორ­დე­ნი­სა" და ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი და "თოვ­ლის ჯი­ქის" ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლია. 

79 წლის ასაკში ინსტრუქტორი ლევ სარქისოვი უკვე არა ერთი ქართველი ალპინისტის მასწავლებელია, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის მწვრთნელი იყო.

წყარო: http://gza.ambebi.ge/ (27.02.2017)


გააზიარე: